მთავარიბლოგი"კურსის განმავლობაში შევიძინე როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა" - ანი ჭოხონელიძის წარმატების ისტორია

"კურსის განმავლობაში შევიძინე როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა" - ანი ჭოხონელიძის წარმატების ისტორია

ანი ჭოხონელიძემ სმარტ აკადემიაში ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებას გვიზიარებს.

“ჩემი მიზანი იყო მიმეღო ახალი გამოწვევა და გადამედგა პირველი ნაბიჯები IT სფეროში.”

კურსის განმავლობაში

კურსის განმავლობაში შევიძინე როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა. ზოგადად, კურსი კარგად არის შედგენილი და მორგებულია ისეთ მსმენელებზე, რომლებსაც არანაირი გამოცდილება არ აქვთ ამ სფეროში. პროგრამა მოიცავდა ძირითად და მნიშვნელოვან თემებს, რაც დამწყებ ტესტერს სჭირდება იმისათვის, რომ დაეუფლოს ამ პროფესიას.

კურსი დამეხმარა განმევითარებინა კრიტიკული აზროვნების და კარგი ანალიზის უნარი, რაც უდავოდ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროში წარმატების მისაღწევად. 

ლექტორის შესახებ

ვახტანგ მუსხელიშვილი არის საკმაოდ გამოცდილი და თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი. აქვს ძალიან კარგი ახსნის და გადმოცემის უნარი, რაც საშუალებას აძლევს, განსაკუთრებით დამწყებ მსმენელებს, კარგად აითვისონ მასალა. 

კურსის დასრულების შემდეგ

კურსის გავლის შემდეგ მქონდა გასაუბრებები სხვადასხვა კომპანიებთან. საბოლოოდ, მივიღე რამდენიმე შემოთავაზება და შევარჩიე ჩემთვის ყველაზე სასურველი.

პროფესია - პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი

ამ პროფესიის ფარგლებში მომიწევს შეხება მქონდეს თანამედროვე ტექნოლოგიებთან, რაც ძალიან მაინტერესებს. ამასთან, ვფიქრობ, რომ არის პერსპექტიული და გაძლევს მრავალმხრივ განვითარების საშუალებას.

სმარტ აკადემია

ვფიქრობ, რომ სმარტ აკადემია თავის სახელს ამართლებს და, მართლაც, Smart-ია. განსაკუთრებულად აღსანიშნავია ის, რომ ყოველთვის მხარს უჭერენ მონდომებულ სტუდენტებს და ეხმარებიან მათ კარიერის დაგეგმვაში.

სმარტ აკადემიისგან მივიღე რჩევები და რეკომენდაციები ჩემი კარიერის სწორად დაგეგმვას დაკავშირებით, რაც საბოლოო ჯამში, წარმატებულად დასაქმებაში გამოიხატა. 

დარეგისტრირდი ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსზე აქ.

სხვა სტატიები >>